აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

iastateუკვე მრავალი წელია ჰიდროსაინჟინდრო დეპარტამენტს და მის ხელმძღვანელს ლალი ღოღელიანს მჭიდრო ურთიერთობა აქვს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2007 წელს გაფორმდა მემორანდუმი. აღნიშნულ უნივერსიტეტებს აქვთ რამდენიმე პროექტი განხორციელებული ერთად, მათ შორისაა საერთაშორისო საინფორმაციო ფონდის, იუსაიდის და ნატოს დაფინანსებული პროექტები. პარტნიორობის ფარგლებში, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეულნი იყვნენ უცხოელი კოლეგები:  არდიტ მანი, სტივენ მაიკელსონი, სტივენ ფრიმენი, რამეშ კანვარი, ჯო მონაჰანი და სხვები. 

თომფსონ რივერს უნივერსიტეტი

bc-center-open-learning

ტომსონ რივერს უნივერსიტეტი (TRU) სიდიდით მეოთხე უნივერსიტეტია კანადის ბრიტანეთის კოლუმბიაში. დაარსდა 2005 წელს კარობოს საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ბრიტანეთის კოლუმბიის კამბლოოპსის ღია უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად. დღეს უნივერსიტეტში სწავლობს 13 000 სტუდენტი კანადის ყველა რეგიონიდან როგორც აკადემიურ,ისე პროფესიულ პროგრამებზე . ასევე 10 000სტუდენტი დისტანციურ განათლების სექტორზე. უნივერსიტეტს აქვს სატელიტი ფილიალი ვილიამს ლაიკში და ღია სწავლების ცენტრი ვანკუვერში.

ტომსონ რივერს უნივერსიტეტი ს წამყვანი ადგილი უჭირავს სამეცნიერო კვლევებში ბიზნესისა და სამრთლის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის,რომ უნივერსიტეტში წამყვანი ადგილი უჭირავს კანადელი აბორიგენების კულტურის შემსწავლელ სამეცნიერო თუ სასწავლო პროგრამებს როგორც პირის-პირ , ასევე დისტანციური სწავლების მეთოდების საშუალებით.ტომსონ რივერს უნივერსიტეტს ფართოდ აქვს გაღებული კარი საერთაშორისო ურთიერთობებისათვის როგორც სასწავლო ,ისე სამეცნიერო სფეროში. იმ მრავალ ქვეყანას შორის,რომელნიც წარმატებით თანამშრომლობენ მასთან,საქართველოც არის წარმოდგენილი ტექნიკური უნივერსიტეტის სახით.

სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტს გაფორმებული აქვს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. მის ფარგლებში ახორციელებს როგორც პროფესორ-მასწავლებელთა, ასევე სტუდენტების გაცვლას საინჟინრო სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში და თანამშრომლობს საერთასორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლების ხელს უწყობენ საქართველოში აკადემიური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა ელექტრონული სწავლების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით.

 

აიოვას უნივერსიტეტი

iowaaაიოვას უნივერსიტეტი მთავარი სასწავლო სამეცნიერო უნივერსიტეტია აიოვას შტატში. დაარსდა 1847 წელს. აერთიანებს თერთმეტ ფაკულტეტს (კოლეჯს): ხელოვნებისა და მეცნიერების, მედიცინის, განათლების, ინჟინერიის, სამართლის,ფარმაციის ფაკულტეტები და სხვა .აქ სწავლობს 35000-ზე მეტი სტუდენტი.მათგან 55% აიოვას შტატიდანაა, 25% მეზობელი შტატებიდან, 9 % შორეული შტატებიდან,ხოლო 10 % საზღვარგარეთის 100 ქვეყნიდან. აკადემიური პერსონალი შეადგენს 1700 მეცნიერსა და პედაგოგს..წლიური ბიუჯეტი 2,8 მილიარდი $; შენობა-ნაგებობათა რაოდენობა 120. ყოველწლიურად უნივერსიტეტს სხვადასხვა მიზნით ჩამოსული1 მილიონი სტუმარი ჰყავს. ეს ის უნივერსიტეტია,რომელშიც პირველად ამერიკაში ჩამოყალიბდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა თეატრსა და მუსიკის სფეროში და სამართლის პირველი უმაღლესი სკოლა. პირველად მისისიპის შტატში შეიქმნა საგანმანათლებლო რადიოსა და ტევიზიის სადგურები .უნივერსიტეტი ცნობილია სამეცნიერო კვლევებით გენეტიკაში, ჰიდრავლიკაში, აგრო მედიცინაში, ბიოსამედიცინო ინჟინერიაში, ფარმაკოლოგიაში .აიოვას მეცნიერები ჯეიმს ვან ალლენის თაოსნობით ერთ-ერთი პირველნი იყვნენ კოსმოსის კვლევებში. შექმნეს და დააპროექტეს კვლევებისათვის საჭირო ინსტრუმენტები 50-ზე მეტი წარმატებული კოსმოსური სატელიტისა და ზონდისათვის.

 

სხვადასხვა დროს, დეპარტამენტში მოწვეული იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ლექციებისა თუ თრეინინგების ჩასატარებლად

 

 

სხვა პარტნიორი კოლეჯები და უნივერსიტეტები:

You are here