ერაის არხი (ინგლ. Erie Canal), ამჟამად ნიუ-იორკის შტატის არხების სისტემის ნაწილი, არხია ნიუ-იორკის შტატში, აშშ, რომელიც მდინარე ჰუძონს აერთებს ერაის ტბასთან, რითაც ერთამენთს უკავშირდება დიდი ტბები და ატლანტის ოკეანე.

არხის გეგმა პირველად 1699 წელს ჩაისახა, თუმცა მისი განხორციელება 1798 წლამდე ვერ მოხერხდა. სამუშაოების დასაწყებად ნიაგარას არხის კომპანია ჩამოყალიბდა. არხის პირველი ნაწილი 1819 წელს დასრულდა, ხოლო მთლიანად არხი 1825 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნა. მისი სიგრძე 584 კმ იყო, სიგანე - 12 მ, ხოლო სიღრმე 1,2 მ. სულ არხზე 83 ჩასაკეტი იყო. არხმა მნიშვნელოვნად შეამცირა ტრანსპორტირების ხარჯები დასავლეთისკენ და მასიური მოსახლეობის მიგრაცია გამოიწვია ნიუ-იორკის შტატის დასავლეთით.

რობერტ მოსის სახელობის ნიაგარას ჰიდროელექტროსადგური არის ნიუ იორკის შტატის ქალაქ ლევისტონში არსებული ჰიდროელექტროსადგური, ნიაგარას ჩანჩქერთან ახლოს. ჰესი იღებს ნაკადს ნიაგარას მდინარიდან, ნიაგარას ჩანჩქერის ზემოთ და უშვებს მას მდინარის ქვედა ნაწილში ონტარიოს ტბასთან ახლოს. 13 გენერატორის მიერ დადგმული სიმძლავრე 2.515 მეგავატია.

რობერტ მოსის სახელობის სადგური აშენდა ძველი ჰესის ადგილას, მას შემდეგ რაც შოელკოპფის კაშხალი ჩამოიშალა ნიაგარას ჩანჩქერზე 1956 წლის 7 ივნისს. ეს სახელი ამს ეწოდა მე-20 საუკუნის ურბანული დამგეგვავის, რობერტ მოსეს საპატივცემულოდ.ის მდებარეობს კანადის მხარეს არსებული სერ ადამ ბეკის სახელობის ჰეს-ის პირისპირ.

Conklingville-ს კაშხალი, ჰედლში, ნიუ-იორკის შტატში, იკავებს დიდ საკანდაგას ტბას, რომელსაც აქვს 200 კილომეტრიანი პერიმეტრი. ნაოსნობა, თევზაობა, ცურვა და სხვა წყლის სპორტი არის რჩეული საზაფხულო საქმიანობა ამ არეში. 

ნიაგარას ჩანჩქერი შედგება ორი ძირითადი სექციისგან, რომლებიც ერთმანეითსგან გამოყოფილია გოათ-ის კუნძულით: Horseshoe ნაკადი ეცემა კანადის მხარეს, ხოლო American ნაკადი ამერიკის მხარის.  შედარებით პატარა Bridal ჩანჩქერები ასევე ეცემა ამერიკის მხარეს, მაგრამ ის მთავრი ჩანჩქერისგან გამოყოფილია Luna-ს კუნძულით. საერთაშორის სასაზღვრო ხაზი თავდაპირველად გადიოდა Horseshoe ჩანჩქრეზე, თუმცა ის მუდამ იყო დავის საგანი ბუნებრივი ეროზიის და მშენებლობის გამო. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს.

იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა რომ ჩანჩქერი მაღალი არ არის, ის საკმაოდ ფართეა და საშუალოდ ყოველ წუთში თითქმის 4 მილიონი კუბური მეტრი წყალი ეცემა გადმოდინების შედეგად. ჩანჩქერი განთქმულია როგორც თავისი სილამაზით, ასევე მისი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით.

 

You are here