ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი

საქართველოში სამშენებლო მიმართულების საინჟინრო კადრების გამოშვება ინჟინერ ჰიდროტექნიკოსებით დაიწყო. იმ პირველ რვა ქართველ ინჟინერთა შორის, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი დაამთავრეს 1928 წელს, სამი ინჟინერ-ჰიდრომშენებელი იყო.  

აღნიშნული სპეციალობით კადრების მომზადება 1931 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე გაგრძელდა.  

1971 წლიდან აქვე ცალკეულ  ერთეულად ჩამოყალიბდა- ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი, სამშენებლო ფაკულტეტიდან გამოყოფილი ოთხი მაპროფილებელი კათედრის ბაზაზე:ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრა;  

ჰიდრავლიკის და ჰიდრომანქანების კათედრა; წყალმომარაგების და წყალარინების კათედრა; თბოაირმომარაგების და ვენტილაციის კათედრა.

2005 წელს ფაკულტეტი კვლავ შეუერთდა სამშენებლო ფაკულტეტს ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის სახით.

ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო პროფ. ი. ამაღლობელი. სხვადასხვა წლებში ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ: პროფ. ნ. მოწონელიძე, დოც. თ. ამბროლაძე, პროფ. ვ. ჩიხლაძე, პროფ. ო. ფურცელაძე, პროფ. ზ. დანელია. 1997-2005 წლებში ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2005 წლიდან ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის თავმჯდომარეა პროფ. ლ. ღოღელიანი. 

თავისი არსებობის მანძილზე ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტმა 9000-ზე მეტი ინჟინერი მოამზადა. ამჟამად  სწავლება მიმდინარეობს  აკადემიური პროგრამების სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. ხოლო უმაღლესი პროფესიული სწავლების ორ- მეოთხე და მეხუთე საფეხურებზე, შემდეგი სპეციალობებით; 

  • ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა; 
  • საზღვაო ნაგებობების და ნავსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა; 
  • სამდინარო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა;  
  • ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის მენეჯმენტი; 
  • შენობათა მიკროკლიმატი და გაზმომარაგება; 
  • წყალმომარაგება, წყალარინება, წყლის რესურსების რაციონალური 

გამოყენება და დაცვა;

  • საინჟინრო ჰიდროეკოლოგია. 

სტუდენტებს ემსახურება:

  • თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები- აღჭურვილი კომპიუტერული   კლასებითა და მოდელირებული კომპიუტერული პროგრამებით. 
  • ფილმების სტუდია- სასწავლო-სამეცნიერო ფილმების შესაქმნელად საჭირო აპარატურით. ასევე  სადემონსტრაციო დარბაზი ფილმოტეკით  (რამდენიმე ასეული ფილმი დეპარტამენტის სპეციალობებში).
  • ბიბლიოთეკა- სრულიად თანამედროვე სახელმძღვანელოებითა  და დამხმარე ლიტერატურის დიდ არჩევანით როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე (როგორც ბეჭვდითი, ასევე ელექტრონული სახით).  სპეციალობის სამეცნიერო და სასწავლო  ჟურნალების დიდი არჩევანით.

ინფორმაციის წყაროებით პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების შესახებ.

  • პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი  ”ჰიდროინჟინერია”,რომელშიც

შესაძლებელია პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივი

სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება.

  • MOODLE-ის ცენტრი-რომელშიც  სპეციალური კომპიუტერული პროგრამების საშუალებით შესაძლებელია ელექტრონული სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სასწავლო მასალის შექმნა.
  • სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის ცენტრი-კარიერის ცენტრი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკის გავლის შესაძლებლობებს და აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური აპარატურით  მიმდინარე პრაქტიკის აღმწერი ვიდეო და ფოტო მასალების შესაქმნელად და უკვე ჩატარებული პრაქტიკის შესახებ არსებული  მასალების დემონსტრირებისათვის.
  • სტუდენტური სალონი-დისკუსიები   სამეცნიერო,  სასწავლო,საზოგადოებრივ თემებზე და მთთან დაკავშირებული სადემონსტრაციო და საგამოფენო

საქმიანობები.

  • სამეცნიერო-ტექნიკური ფილმების სადემონსტრაციო დარბაზი, უზრუნველყოფილი ფილმების დიდი არჩევანით.
  • NATO-ს ცენტრი ონლაინ სწავლების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ  უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ბიბლიოთეკებით.

სტუდენტების განათლებაზე ზრუნავენ: 16 სრული , 15 ასოცირებული  , 5 ასისტენტ პროფესორი,  8 ლაბორანტი და  4 სპეციალისტი. 

საქართველოში არ მოიძებნება დეპარტამენტის ზემოთ აღნიშნული მიმართულებების არც ერთი  საწარმო, სამეცნიერო-კვლევითი  და საპროექტო ინსტიტუტი, სამინისტრო და სხვა დარგობრივი დაწესებულება, სადაც არ მოღვაწეობდნენ ჩვენი კურსდამთავრებულები .ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების  საქმეში.

აღნიშნული სპეციალობების კურსდამთავრებულნი არიან საქართველოსა და მის გარეთ მოღვაწე  ცნობილი მეცნიერები და ინჟინრები.

დაუფასებელია თითოეული მათგანის  ღვაწლი ჩვენი მიმართულებების განვითარების საქმეში. 

You are here