თბოგაზმომარაგებისა და ვენტილაციის მიმართულება

საქართველოს ქალაქების და სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგება მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს დაიწყო და მოკლე ხანში საქართველოს დიდი ნაწილი მოიცვა. გაზმომარაგების ქსელის განვითარებამ აუცილებელი გახადა სათანადო სპეციალისტების მომზადება. ამ მიზნით, 1962 წელს, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრა, პროფ. გ. დარჩიას თაოსნობით, რომელიც უცვლელად ხელმძღვანელობდა მას სიცოცხლის ბოლომდე.

1990-2003 წლებში კათედრის გამგე იყო პროფ. ვ. ჩიხლაძე, შემდეგ, პროფ. მ. გრძელიშვილი. ამჟამად, 2007 წლიდან, მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფ. ო. ფურცელაძე. წლების განმავლობაში კათედრაზე მოღვაწეობდნენ ცნობილი პროფესორები და ინჟინრები: გ. დარჩია, გ. რატიანი, რ. ხუნწარია, ა. მუსერიძე, გ. მახარობლიძე, ვ. ჩიხლაძე, ს. ძამაშვილი, ლ. მიქელაძე, შ. კოდუა, ნ. უნგიაძე, ე. დოლიძე, დ. სოკოლცევი.

დღეს მიმართულებას ემსახურება 3 სრული, 3 ასოცირებული, 1 ასისტენტ პროფესორი და 1 უფროსი მასწავლებელი: ო. ფურცელაძე, ი. შეყრილაძე, ი. ქადარია, მ. გრძელიშვილი, შ. მესტვირიშვილი, ო. გიორგობიანი, კ. მელიქიძე, დ. კუჭუხიძე, ი. ნავდარაშვილი, ნ. მეფარიშვილი, ი. მუსერიძე, ნ. მახარობლიძე. მათ მიერ შექმნილია და გამოცემული სპეციალობების ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები. სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებებია საწარმოო და საზოგადოებრივი შენობების მიკროკლიმატის გაუმჯობესებასთან, თბომცვლელი აპარატების სრულყოფასთან, აირსადენების მშენებლობისა და ექსპლუატაციის სრულყოფასთან დაკავშირებული თემები. შედეგები მოხსენებულია საერთაშორისო კონფერენფიებსა და სიმპოზიუმებზე. გამოგონებებზე მიღებულია 100-ზე მეტი საავტორო მოწმობა. მიმართულების ინიციატივით წლების განმავლობაში ტარდებოდა კონფერენციები ჰაერის კონდიცირების, კომუნალური თბოაირმომარაგების განვითარების საკითხებზე.

ჰიდროინჟინერიაჰიდროინჟინერიაჰიდროინჟინერია

დღესდღეობით, მიმართულების წევრების ინიციატივით, საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ხდება ენერგოდაზოგვის საკითხებისა და ალტერნატიული ენერგეტიკის პოტენციალის შესწავლა საქართველოში. ტარდება სემინარები და ტრეინინგები ადგილობრივი ენერგოაუდიტორის მოსამზადებლად.

კათედრის წამყვანი პროფესორები მონაწილეობდნენ Tacis - ის სამი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში. მათი მონაწილეობით განხორციელდა მნიშვნელოვანი ობიექტების (მაუდ კამვოლის ფაბრიკა, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, რძის პროდუქტების ქარხანა „სანტე", საბავშვო ბაღი, საცხოვრებელი სახლი და სხვ.) ენერგოაუდიტი. ამჟამად განხორციელდა სტუ-ს სასწავლო კორპუსების ენერგოაუდიტი და შეიქმნა ენერგეტიკული პასპორტი.

სადღეისოდ მიმართულება ამზადებს აკადემიური და პროფესიული სწავლების სტუდენტებს შემდეგი სპეციალობებით:

  • ბაკალავრებს:

პროგრამის დასახელება- „მშენებლობა".მისანიჭებელი კვალიფიკაცია-ინჟინერიის ბაკალავრი თბოგაზმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალიზაციით.

  • მაგისტრებს:

პროგრამის დასახელება- „თბოგაზმომარაგება და ვენტილაცია".

  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინჟინერიის მაგისტრი თბოგაზმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალიზაციით.

პროფესიული განათლების სპეციალისტებს:

  • პროგრამის დასახელება- "შენობა-ნაგებობათა საინჟინრო აღჭურვა"(IV და V საფეხური). მისანიჭებელი კვალიფიკაცია-"შენობა-ნაგებობათა საინჟინრო აღჭურვის მეოთხე და მეხუთე საფეხურის კვალიფიკაცია.

დოქტორანტებს:

  • პროგრამის დასახელება- "გათბობა, ვენტილაცია, ჰაეrის კონდიცირება, გაზმომარაგება".მისანიჭებელი კვალიფიკაცია-ინჟინერიის დოქტორი "გათბობა, ვენტილაცია, ჰაეrის კონდიცირება, გაზმომარაგება". სპეციალიზაციით.

სრული პროფესორის ო. ფურცელაძის და ასოც. პროფესორის შ. მესტვირიშვილის მიერ მომზადებულია 30- მდე მაგისტრანტი, სადღეისოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეოს 5 დოქტორანტის მომსამზადებლად.

მიმართულების პროფესურამ აქტიური მონაწილეობა მიიღო თბოგაზმომარაგების განვითარების ახალი კონცეფციის დამუშავებაში, რაც ძირითადად დეცენტრალიზაციის მიმართულებით სვლას გულისხმობს. გერმანული ფირმა „შტიბელ ელტრონთან" თანამშრომლობით განხორციელებულ იქნა რამდენიმე დეცენტრალიზებული სისტემა.

უკანასკნელ ხანს ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა ცენტრალური გათბობის სადემონსტრაციო სტენდი , რომლის ძირითადი დანიშნულებაა სტუდენტებისათვის ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება, ამავე დროს გათბობისა და ცხელწყალმომარაგების ფუნქციის შესრულება სასწავლო აუდიტორიებისათვის.

დღეს საქართველოში განახლდა გაზსადენების მშენებლობა და სულ უფრო მეტ დასახლებული პუნქტს მიეწოდება გაზი. უნდა ვივარაუდოთ რომ მალე საქართველოს სრული გაზიფიკაცია მოხდება. აქედან გამომდინარე, საჭირო იქნება დიდი რაოდენობა გაზმომარაგების სპეცილისტებისა, რაც დასაქმების უალტერნატიო შესაძლებლობას უქმნის მიმართულების კურსდამთავრებულებს.

ჰიდროინჟინერიაჰიდროინჟინერიაჰიდროინჟინერია

გაზგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციასა და მშენებლობაში უკანასკნელ წლებში გამოყენებული ახალი მასალები და ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, საგრძნობლად გაიზარდოს გაზსადენების რესურსი და შემცირდეს ქსელის რეაბილიტაციისა და მშენებლობის ღირებულება და დრო. შექმნილია უახლესი დიაგნოსტიკური ტექნიკური აღჭურვილობა, რაც საშუალებას იძლევა მიწისქვეშა მილსადენებზე გაუთხრელად იქნეს აღმოჩენილი დაზიანება. დაფიქსირდეს გაზის მცირე გაჟონვები შორ მანძილზე და სხვა ნაკლოვანებები რომელთა აღმოფხვრა აუცილებელია საწარმოოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა ისეთი სპეციალისტების მომზადება რომელნიც ღირსეულად გაართმევენ თავს, როგორც თეორიულ ამოცანებს ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების რთულ მოთხოვნებს.

ყოველივე ეს ხელეწიფება თბოგაზომარაგების მაღალკვალიფიციურ პროფესურას რომელთაც კარგად იციან თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები. მჭიდრო კავშირი აქვთ მრავალ გაზგამანაწილებელ ორგანიზაციასა და საქროექტოსთან თანამშომლობენ სემეკთან, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, აქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს. მათ მიერ შექმნილი და გამოცემულია ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები გაზმომარაგების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" დიაგნოსტიკური ლაბორატორია გარდა იმისა, რომ ატარებს გაზგამანაწილებელი ქსელის დიაგნოსტიკას, ჩართულია გლობალური დათბობის SDM პროექტში (პროექტში მონაწილეობის ინიციატორია და მისი თეორიული უზრუნველყოფა ეკუთვნის პროფ. შ. მესტვირიშვილს).

მიმართულების არსებობის მანძილზე 3000 მეტი სპეციალისტია გამოშვებული. მათი უმეტესობა წარმატებით მოღვაწეობდა წლების განმავლობაში საწარმოებსა, სამეცნიერო და საპროექტო ინსტიტუტებში. უახლოეს წარსულში გამოშვებული კადრები ასევე წარმატებით მუშაობენ სადღეისოდ არსებულ სახელმწიფო თუ კერძო საწარმოებსა და ფირმებში, სხვადასხვა სპეციალიზირებულ დაწესებულებებში.

მათი დასაქმების შესაძლებლობები დიდია და ფრიად რეალური.რაც სპეციალობას მიმზიდველს და საინტერესოს ქმნის მომავალი სტუდენტებისთვის.

You are here