ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულება

საქართველოში სამშენებლო მიმართულების საინჟინრო კადრების მომზადება ინჟინერ ჰიდროტექნიკოსებით დაიწყო. იმ პირველ რვა ქართველ ინჟინერთა შორის, რომელთა გამოშვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე მოხდა 1928 წელს, სამი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი იყო.

ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის პირველი დამოუკიდებელი კათედრა 1931 წელს დაარსდა. პროფ.ა.ჩიქოვანის ხელმძღვანელობით. 1937-დან 1990 წლამდე კათედრას ხელმძღვანელობდნენ: ცნობილი პროფესორები: გ. ჯიმშელეიშვილი, ა. ლოსაბერიძე, ნ. დანელია, ნ. მოწონელიძე, ზ. გედენიძე, ხოლო 1998 წლიდან დღემდე პროფ. ნ. კოდუა.

კათედრაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები და ინჟინრები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: ბესარიონ ჭიჭინაძე, ანდრო ლოსაბერიძე, პარმენ ჯიქია, ივანე ამაღლობელი, ლევან გველესიანი, ბორის ტიმოფეევი, ნიკოლოზ ქართველიშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, ნოდარ კერესელიძე, შიო ნაფეტვარიძე, პავლე შენგელია და სხვ.

დღეს ჰიდროტექნიკურ ნაგებობებათა ნშენებლობის მიმართულებას ემსახურება 5 სრული და 5 ასოცირებული პროფესორი. მათ მიერ ქართულ ენაზე შექმნილია და გამოცემული სასწავლო პროგრამებში შემავალი ყველა საგნის ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელო..

ჰიდროინჟინერიაჰიდროინჟინერიაჰიდროინჟინერია

მაღალი სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალისა და სრულიად თანამედროვე ტექნიკური და ლაბორატორიული უზრუნველყოფის მქონე მიმართულება ამზადებს ბაკალავრებსა და მაგისტრებს სპეციალობით -"მშენებელი" შემდეგი მოდულებით:

  • ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა;
  • საზღვაო ნაგებობების და ნავსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა;
  • სამდინარო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა;
  • ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის მენეჯმენტი;

დოქტორანტებს ჰიდროინჟინერიის მიმართულებით შემდეგი მოდულებით:

  • მიწისქვეშა ნაგებობების ცილინდრული გადახურვა სიმტკიცეზე გაანგარიშება ლოკალური დატვირთვების გათვალისწინებით;
  • ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის ინვესტირება კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციის გათვალისწინებით და მათი მენეჯმენტი;
  • ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ეკონომიკური ეფექტიანობის დასაბუთება საბაზრო ეკონომიკის პირობებში;
  • გეგმიანი ეკონომიკის პერიოდში შეწყვეტილი ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის გაგრძელების იურიდიულ-ეკონომიკური საკითხები;
  • მარეგულირებელ წყალსაცავიანი ჰესების წყალსაცავის დამუშავების ოპტიმალური გრაფიკის დადგენა;
  • სადაწნეო გვირაბების მუშაობა არარერთგვაროვან გეოლოგიურ გარემოში.
  • არსებული მასიური ბეტონის კაშხლების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ანალიზი მათი სიმტკიცის რეზერვის დადგენის მიზნით;
  • სტატიკური ციკლური დატვირთების და ბეტონის ასაკის გავლენა არსებული გრავიტაციული კაშხლების სიმტკიცეზე.

მეცნიერული კვლევის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

  • ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სიმტკიცე, მდგრადობა, სეისმომედეგობა და რაციონალური კონსტრუქციები;
  • ჰიდროელექტროსადგურების პროექტირება და მშენებლობის სამუშაოთა წარმოება ჰიდროლოგიური და ჰიდროენერგეტიკული საკვლევო-საძიებო სამუშაოები.
  • ზღვებისა და მდინარეების სანაპირო არეების ჰიდროდინამიკა და ნაპირდამცავი ნაგებობები;
  • საბაზრო ეკონომიკის პირობებში ჰიდროელქტროსადგურების მშენებლობის ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენა.
  • ნაგებობების და კონსტრუქციების თბური რეჟიმები;
  • ჰიდროტექნიკური ბეტონი, ახალი ტექნოლოგიები და კლევის მეთოდები;
  • ბეტონისა და გრუნტის კაშხლების არაწრფივი დაძაბულ–დეფორმირებული მდგომარეობის ანგარიში;
  • კაშხლებისა და მიწისქვეშა ნაგებობების სიმტკიცე და მდგრადობა საექსპლუატაციო დატვირთვების სტატიკური და სეისმეური ზემოქმედებისას.

მიმართულების პრფესურის მიერ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ გამოქვეყნებულია 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია.

ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა დანიშნულების ეროვნული სამშენებლო ნორმების შედგენაში. არიან ექსპერტები ჰიროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სფეროში. მათი შრომებისადმი ინტერესი დიდია საზღვარგარეთ.

ჰიდროინჟინერიაჰიდროინჟინერია

მიმართულებაზე პირველად იქნა შემუშავებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში ჰიდროელქტროსადგურების მშენებლობის ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენის მეთოდოლოგიური საფუძვლები დაა საავტორო უფლების დაცვით მიწოდებული სემეკი–სათვის (საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია), რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება გასცეს ნებართვა ახალი ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით კათედრის თანამშრომლების მიერ შექმნილი პროექტების მიხედვით განხორციელდა რამდენიმე მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესის მშენბლობა, რომლებიც ამჟამდ წარმატებით ფუნქციონირებენ (ასპინძა ჰესი მდ. მტკვარზე (სიმძლავრე 1,5მგვტ), ხადორი ჰესი მდ.ალაზანზე (სიმძლავრე 25მგვტ).

ცნობილია, რომ საქართველოს გაჩნია დიდი რაოდენობით ჰიდროენერგეტიკული რესურსები, რომლის მხოლოდ 12%–ია ათვისებული. განხორციელებულ ელექტროსადგურებს შორის აღსანიშნავია უნიკალური ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 1 300მგვტ–ს და იძლევა 4,5 მილიარდ კვტ.სთ–ს წელიწადში. მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი გააჩნია, რომელსაც შემოდგომა–ზამთრის სეზონში ფარავს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემიდან ელექტროენერგიის შესყიდვით.

ასევე ცნობილია,რომ საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული რესურსი აღემატება 80 მილიარდ კვტ.სთ–ს, საიდანაც ამჟამად განხორცილებულ 20–ზე მეტი საშუალო სიმძლავრის ჰესების ტექნიკური მონაცემების მიხედვით ათვისებულია 10 მილიარდი კვტ.საათი.

უახლოეს მომავალში შესაძლებელია ახალი ელექტროსადგურების მშენბლობაზე განხორციელებული ინვესტიციების შედეგად დაიფაროს არა მარტო შემოდგომა–ზამთრის სეზონში ამჟამად არსებული დეფიციტი, არამედ მიღებული ჭარბი ენერგია გაიყიდოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებსაც გააჩნიათ დეფიციტი და არ გააჩნიათ ასათვისებელი ენერგეტიკული რესურსები (სომხეთი, თურქეთი და სხვა).

აღნიშნული გარემოება, პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში ჩადებული ივესტიციები ათვისებული იქნება ქართველი ინჟინრებისა და მუშა–მოსამსახურე პერსონალის აქტიური მონაწილეობით. ამის განხორციელებას კი აუცილებლად სჭირდება ახალი ტიპის სპეციალისტები, რომლით უზრუნველყოფა საქართველოში მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის მიმართულებას შეუძლია დეპარტამენტის სხვა მონათესავე მიმართულებებთან ერთად.

ეს რეალობა განსაზღვრავს ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის მიმართულების სტრატეგიულ მიზანს და ყოველივე ახალი და პროგრესული, რაც აქ ინერგება და ხორციელდება სწავლებისა და მეცნიერების სფეროში, მომავლისათვის საჭირო სპეციალისტების მომზადების საქმეს ემსახურება.

You are here