წყლის რესურსების გამოყენების, წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულება
კათედრა შეიქმნა 1945 წელს ცნობილი ქართველი მეცნიერისა და ინჟინრის, ნატახტარის წყალსადენის უნიკალური პროექტის ავტორის პროფესორ ლ.დიასამიძის ინიციატივით. მის შემდეგ შემდეგ კათედრას სათავეში ედგნენ პროფესორები: ა. ზედგინიძე, ქ.ქუთათელაძე, მ.ღოღობერიძე, გ.კიკაჩეიშვილი, ლ.კლიმიაშვილი. დღეს მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფ. ზ.ციხელაშვილი.
არსებობის 66 წლის მანძილზე კათედრამ მოამზადა 5000-ზე მეტი ინჟინერი, ბაკალავრი,მაგისტრი და დოქტორი, რომელთაგან ბევრი დარგის წამყვანი სპეციალისტები, სამეცნიერო, საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების როგორც ხელმძღვანელები, ასევე რიგითი თანამშრომლები არიან.
სხვადასხვა დროს კათედრაზე ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები, პროფესორები: გ. სვანიძე, თ. გეგელია, ქ. ქუთათელაძე, დ. დოღონაძე, გ. დარჩია, ი.ბერიძე. ო.ყანჩაველი, მ. ნიკოლაიშვილი და მრავალი სხვა.
1968 წელს კათედრასთან შეიქმნა სამრეწველო და კომუნალური წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამეცნიერო-კვლევითი დარგობრივი ლაბორატორია, რომელიც გადაიქცა რესპუბლიკაში ერთ-ერთ მძლავრ სამეცნიერო-პედაგოგიურ და საკვლევ ორგანიზაციად. კათედრისა და ლაბორატორიის მიერ დამუშავებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დანერგვამ სახელმწიფოს მილიონობით ლარის ეკონომია მისცა.
დღეს მიმართულება ამზადებს სპეციალისტებს შემდეგი აკადემიური პროგრამებით
მრავალი თაობის მაღალკვალიფიციური პროფესურის მოღვაწეობამ განაპირობა ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების დღევანდელი მაღალი დონე.ამჟამად კათედრაზეა 4 სრული, 5 ასოცირებუული პროფესორი და 1 ასისტენტ პროფესორი მათ მიერ მომზადებული და გამოცემულია 20-ზე მეტი სახელმძღვანელო, 7 მონოგრაფია, 40-ზე მეტი მეთოდური მითითება საკურსო და სადიპლომო დაპროექტებისათვის, 1500-ზე მეტი სამეცნიერო სტატია.უკანასკნელ წლებში კათედრის თანამშრომელთა 30-ზე მეტი გამოგონებაა აღნიშნულია საავტორო მოწმობით.ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს წარმოადგენს:
- წყლის ეკოლოგია; სასმელი წყლის მოხმერების ნორმები და დანაკარგები;
- წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების საიმედო ფუნქციონირება;
- ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების,წყალსატევების (შავი და კასპიის ზღვების აუზის მდინარეების) დაბინძურების ხარისხის მონიტორინგი ;
- უნარჩენო ტექნოლოგიებით გაწმენდა;
- სასმელი წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა;
- სისტემების ექსპლუატაციის ოპტიმალური მენეჯმენტის მოდელების შემუშავება;
- დასახლებული ადგილების წყალმომარაგების სისტემების სააღრიცხვო პროცესის ეფექტიანობა და სხვა.
მიმართულების თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. კათედრის ბაზაზე ტარდება საერთაშორისო სემინარები და ვორკშოპები ეკოლოგიასა და მშენებლობაში.
აღსანიშნავია მიმართულების პროფესორების მიერ ბოლო წლებში შესრულებული და დანერგილი საპროექტო და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოები:
- ”მდ.ვერეს ხეობაში ჩქაროსნულ გზაზე წყალსადენ-კანალიზაციის მილსადენებისა და სხვა ნაგებობების გადატანის შესახებ”;
- ქ.თბილისის 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემის დაპროექტება;
- მარტვილისა და ახალციხის წყალმომარაგების სისტემების დაპროექტება;
- ჩამდინარე წყლის გაწმენდის უნარჩენო ტექნოლოგია;
- წყლის მოხმარების ხვედრითი ხარჯები საქართველოს სხვადასხვა დასახლებული ადგილებისათვის’ და სხვა.
- დღეს საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის განსაკუთრებული ბუმია.თითქმის არ არის დასახლებული ადგილი, სადაც არ მიმდინარეობს არსებული სისტემების რეაბილიტაცია და ახალის პროექტირება-მშენებლობა.დარგი მუდმივად ვითარდება . საზღვარგარეთის უახლესი მიღწევების გამოყენებით ინერგება ახალი ტექნოლოგიები.
ასეთ ვითარებაში, მიმართულების კურსდამთავრებულებს აქვთ რეალური შანსი დასაქმდნენ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება,შეიძინონ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები და იზრუნონ თავიანთი კარიერის სრულფასოვან განვითარებაზე.