ჰიდრავლიკისა და საინჟინრო ჰიდროეკოლოგის მიმართულება

ჰიდრავლიკის პირველი კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა 1927 წელს ცნობილი მეცნიერის პროფ. ი.ესმანის ხელმძღვანელობით.

1928 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო პოლიტექნიკური ფაკულტეტი და მის ბაზაზე დაარსდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მასვე შეუერთდა რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომლის ჰიდრავლიკის კათედრასაც აგრეთვე პროფ. ი.ესმანი ედგა სათავეში. ცხადია, ორივე გაერთიანდა და ერთად განაგრძო საქმიანობა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

234

იმ დროიდან მოყოლებული, ქვეყნის სახალხო მეურნეობის განვითარების შესაბამისად, რამდენჯერმე მოხდა ინსტიტუტის რეორგანიზაცია. შეიქმნა დარგობრივი ინსტიტუტები, რომლებიც 1933 წელს გაერთიანდნენ ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. ეს უკანასკნელი კი 1936 წელს გადაკეთდა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტად.

ამავე პერიოდში ჰიდრავლიკის კათედრა გადაკეთდა „ჰიდრავლიკის და ჰიდრომანქანების" კათედრად, რომლის ხელმძღვანელობა პროფ. ი. ესმანმა 1940 წლამდე გააგრძელა. მის შემდეგ, 1940-42 წლებში, კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. გ. ვოინიჩ-სიანიჟენსკი. 1942 წელს ჰიდრავლიკის კათედრა გაერთიანდა ჰიდრონაგებობათა კათედრასთან და გაერთიანებული კათედრის გამგედ დაინიშნა პროფ. გ. ჯიმშელეიშვილი, ხოლო 1955 წლიდან 1962 წლამდე კათედრას ხელმძღვანელობდა პროფ. ა. ლოსაბერიძე.

7610

პარალელურად, თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტშიც არსებობდა ჰიდრავლიკის და წყალმომარაგების კათედრა, რომლის გამგე, პროფ. ი. ესმანის შემდეგ, 1938 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პროფ. მ. მოსტკოვი. 1956 წელს ის შეცვალა პროფ. პ. ჯიქიამ. თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან გაერთიანების შემდეგ, 1962 წელს ეს ორი კათედრა გაერთიანდა ჰიდრავლიკისა და ჰიდრონაგებობათა გაერთიანებული კათედრის გამგედ პროფ. ნ. დანელია დაინიშნა. 1976 წელს ამ კათედრას გამოეყო ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრა, ხოლო ჰიდრავლიკის და წყლის ენერგიის გამოყენების კათედრას, გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა პროფ. ნ. დანელია. 1977 წლიდან 1993 წლამდე კათედრის გამგე იყო პროფ. ა. პაპაშვილი. 1981 წლიდან კათედრას ეწოდებოდა ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების კათედრა, ხოლო 1997 წლიდან, მას შემდეგ რაც მას გამოეყო ჰიდრომანქანების კათედრა, ჰიდრავლიკის კათედრა ეწოდება, რომელსაც 1993 წლიდან ხელმძღვანელობს პროფ. ზ. დანელია.

ზემოთ აღნიშნული კათედრის გამგეების გარდა, წლების განმავლობაში კათედრაზე მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: მ. მიხაილოვი, ბ. ჭიჭინაძე, კ. ქართველიშვილი, თ. გეგელია, პ. შენგელია, ლ. გველესიანი, შ.ბობოხიძე, ივ. ამაღლობელი, დ. დოღონაძე,

ა. ზედგენიძე, მ. რურუა, გ. ჩოგოვაძე, ნ. კერესელიძე, თ. ვოინიჩ-სიანოჟენსკი და სხვ.

ამჟამად ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტში არსებულ ჰიდრავლიკისა და საინჟინრო ჰიდროეკოლოგიის მიმართულებაზე მოღვაწეობს 3 სრული , 2 ასოცირებული , 1 ასისტენტ პროფესორი და 1 ლაბორანტი. სრულ პროფესორთაგან ორი მათგანი ჰიდროტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრია, ხოლო სამი - ჰიდრავლიკურ კვლევათა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. სრული პროფესორები არიან დარგობრივი საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრები და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჰიდრავლიკისა და ჰიდროეკოლოგიის მიმართულებებით სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. არიან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ექსპერტები და რედკოლეგიის წევრები. მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში. მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებში.

მათ მიერ გამოქვეყნებული მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და სამეცნიერო სტატიები ცნობილია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

არიან საზღვარგარეთელი სტუდენტების სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელები და ოპონენტები. მონაწილეობენ მთავრობისა და კერძო კომპანიების მიერ ინიცირებულ ტენდერებსა და გამარჯვებული პროექტების განხორციელებაში. მონაწილეობენ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და ფორუმებში.

დღეისათვის მიმართულებას გააჩნია სასწავლო ლაბორატორია, რომელიც გარდა ექსპერიმენტალური დანადგარებისა, პროგრამებით გათვალისწინებულ ლაბორატორიულ სამუშაოებს უზრუნველყოფს სრულიად თანამედროვე მოდელირებული კომპიუტერული ამოცანებით.

მიმართულების თანამშრომლების მიერ ქართულ ენაზე გამოცემულია 30-ზე მეტი ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელო და მეთოდური მითითება. გამოქვეყნებულია 180-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია. ბევრი მათგანი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ (აშშ,, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი).

მეცნიერულად gamokvleuli, საინჟინრო მიზნებისათვის დამუშავებული და წარმოებაში ფართოდ დანერგილია სხვადასხვა საინჟინრო კონსტრუქციები და საანგარიშო მეთოდები:

  • სამდინარო წყალამღები ნაგებობების სრულყოფილი ტიპები და მათი ტექნიკური ექსპლუატაციის რაციონალური ჰიდრავლიკური სქემები.
  • მდინარეებში კალაპოტშიგა პროცესების მიმდინარეობის პრობლემის ხაზით გადაწყვეტილია კაშხლური წყალამღებების ბიეფების ფორმირების, კალაპოტის საერთო და ადგილობრივი ეროზიის, ნაპირდაცვისა და კალაპოტის რეგულირების, ნაკადების მდგრადობის და მდგრადი ნაკადების მოდელირების საკითხები.კოლხეთის დაბლობის რეგიონებიდან ზედაპირული წყლების დაჩქარებული არინების გაანგარიშების მეთოდიკა.
  • სხვადასხვა სიმკვრივის ნაკადების ჰიდრავლიკის საკითხები და საანგარიშო მეთოდები..
  • რეკომენდაციები და საანგარიშო სქემები შავი ზღვისპირა სარეკრეაციო ზოლის ნაპირდამცავი და პორტების სპეციფიური ნაგებობების გასაანგარიშებლად.
  • მდინარეების შესართავ არეებში ზღვის სანაპირო ზოლის დეფორმაციების ჰიდრავლიკური გაანგარიშებების მეთოდოლოგია.
  • სანაპირო ზოლში ჰიდროეკოლოგიური პროცესები და მათი ზეგავლენა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე.

1415

  • წყლის ტალღურ მოძრაობათა ჰიდროდინამიკა ზღვის სანაპირო არეებსა და გრძივი განფენილობის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში .

1617

  • მაგისტრალურ მილსადენებში გარდამავალი პროცესების მართვა ფინიტური მართვის მეთოდის საშუალებით.
  • მდინარეთა მთის და მთისწინა უბნებისათვის კომბინირებული წყალმიმღების ექსპერიმენტალური გამოკვლევა საინჟინრო ჰიდროეკოლოგიის პრობლემები,
  • წყალსაცავებსა და ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე ჰიდროდინამიკური (ტალღური)ზემოქმედებისა და სიჩქარეთა ველების მათემატიკურ მოდელირებას ექსტრემალურ პირობებში (მიწისძვრის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის, შტორმის და სხვ. დროს).

2022

  • მილსადენებში დგუშიანი ტუმბოებით გამოწვეული რხევების ჩაქრობა აქტიური მეთოდები.
  • სანაპირო გრძივი ნაპირსამაგრი ჰიდროტექნიკური ნაგებობის საძირკვლების ჩაღრმავების განსაზღვრა.
  • ზღვასთან მიმდებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობების გაანგარიშების მეთოდები.
  • კალაპოტების მოხვეულობებში სითხისა და მყარი ნატანის მოძრაობის ზოგიერთი კანონზომიერების შესწავლა .

თავისი არსებობის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმართულებაზე მომზადდა 25-ზე მეტი სადოქტორო და 100-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაცია.

აქ აღზრდილი კადრები გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციითა და პროფესიული პასუხისმგერბლობით და საქმიანობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და საზრვარგარეთ თავისი სპეციალობით.

დღეს მიმართულება ამზადებს მაგისტრებს თანამედოვეობისთვის აქტუალური სპეციალობით-საინჟინრო ჰიდროეკოლოგია,რომელიც როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც ფრიად მნიშვნელოვანია და მოთხოვნადი

თამამდ შეიძლება ითქვას,რომ დღეს არ არსებობს არც ერთი ცოტათი თუ ბევრად წყალთან დაკავშირებული ნაგებობა, რომლის განხორციელებისათვის საჭირო სამეცნიერო კვლევასა, პროექტირებასა და რეალიზაციის პროცესში ეს სპეციალობა არ ფიგურირებდეს როგორც ერთ-ერთი წამყვანი .

23

აქედან გამომდინარე, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საინჟინრო ჰიდროეკოლოგიის სპეციალისტების როლს თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში და კადრების დასაქმების წინაპირობად თვლიან თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული კადრების მაღალ პროფესიულ კომპეტენციებს, რომლებიც განპირობებული უნდა იყოს როგორც თეორიული ცოდნით, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.

ახალგაზრდები,რომლებიც აირჩევენ თავიანთ სამომავლო სპეციალობად საინჟინრო ჰიდროეკოლოგიას, დარწმინებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი ცოდნა აუცილებლად გამოადგება ჩვენს ქვეყანას, რომელიც მთელს მსოფლიოშია გამორჩეული თავისი ჰიდრორესურსებით და რომელიც მათი ათვისების ახალ, უმძლავრეს ტალღას ანხორციელებს და მომავალში უფრო გააძლიერებს ამ მიმართულებით ძალისხმევას.

You are here