თბოაირმომარაგების და ვენტილაციის მიმართულებაზე USAID-ის დაფინანსებით შექმნილია ამავე მიმართულებისა და წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებების სათავსების წყლით გათბობის სისტემა და სადემონსტრაციო სტენდი, რომელიც აღჭურვილია ტანამედროვე ინოვაციური ენერგოეფექტური საინჟინრო ტექნოლოგიებით და მოწყობილობებით, მათ შორის მზის ენერგიის მიმღები პანელებით და სათავსებში ტემპერატურის ავტომატური რეგულირების ხელსაწყოებით.

v1ჰიდროინჟინერია

v4ჰიდროინჟინერია

სტენდი, სათავსების გათბობის და ცხელწყალმომარაგების ფუნქციის შესრულებასთან ერთად, გამოიყენება როგორც სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად, ასევე გათბობა-ვენტილაციის სფეროში მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.