• პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ლალი ღოღელიანი
  • პროექტის მენეჯერი ელიზბარ ხატიაშვილი
  • შემსრულებელი გურამ სოსელია
  • ბიოქიმიუირი კვლევების ხელმძღვანელი ცირა ხოზრევანიძე
  • შემსრულებელი ანნა ხაიაური
  • წამყვანი ორგანიზაციის დასახელება სსიპ „თბილწყალგეო"

სხვადასხვა სახის საწყლოსნო სისტემების, მდინარეთა აუზების წყალსაცავების, ტბების, ზღვების, ჭაობთა სისტემის წყლის დაბინძურების, დამაბინძურებელ ნივთიერებათა დატვირთვების განსაზღვრა, რომელიც მოდის გარემოდან სხვადასხვა სახის საწყლოსნო სისტემებზე (მდინარეთა აუზები, ბუნებრივი თუ ხელოვნური წყალსაცავები, ზღვები, და სხვა) და გამოწვეულია ანთროპოგენური საქმიანობით თუ ბუნებრივი ფაქტორებით წარმოადგენს ,,თბილწყალგეო"-ს თეორიული საანგარიშო მეთოდიკის ძირითად ამოცანას. მეთოდიკა შექმნილია გასული საუკუნის 80-იან წლებიდან და მრავალგზის წარმატებითაა გამოყენებული და აპრობირებულია საქართველოს თუ მრავალი საზღვარგარეთის ქვეყნების საწყლოსნო სისტემების წყლის ხარისხის მაჩვენებლების ოპერატიულ დიაგნოსტიკური მონაცემების დადგენისა და საპროგნოზო გათვლების შესრულებისას.

,,თბილწყალგეო"-ს თეორიული მეთოდიკა, განსხვავებით მრავალი არსებული ნახევრადემპირიული მეთოდიკებისაგან დაფუძნებულია ფუნდამენტალური საბუნებიმეტყველო მეცნიერებების უკანასკნელ მიღწევებზე. კონსერვატიული და არაკონსერვატიული დამაბინძურებელი მინარევების წყლის ლამინალური და ტურბულენტური ნაკადებით გადატანა, რომლის დროსაც განმსაზღვრელია კონვექციური და მილეკულურ-ტურბულენტური დიფუზიის მდგენელები აიწერება ვოლტერა-ლოტკის, ლიბიხის, მიხაელს-მენტენის, მონოს, ფიკის, ფურეის, ნავიე-სტოქსის რეიონოლდსის განტოლებებით. გადატანისას გაითვალისწინება Fშ ტიპის მინარევების ჯგუფისათვის დამახასიათებელი დესტრუქციის პროცესები, რომელიც კარგად აღიწერება პიტველი რიგის რეაქციის კინეტიკური განტოლებით.

აღნიშნულ განტოლებათა და განტოლებათა სისტემების ამონახსნების მიღება. ძალზე რთულ, ხშირ შემთხვევაში გადაუჭრელ მათემატიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ცალკეული გამარტივებული ამონახსნების მიღებაც კი ხშირად მოითხოვსსაკმაო ძალისხმევას და დროს. ამ გარემოებით აიხსნება, რომ მეთოდიკის დახვეწა და ახალი საანგარიშო დამოკიდებულებების მიღება ეტაპობრივ ხასიათს ატარებს.

პროექტით გათვალისწინებულია, ახალი საანგარიშო დამოკიდებულებების შემუშავებაც, რომლითაც შესაძლებელი იქნება, განისაზღვროს დამაბინძურებელი მინარევების მაჩვენებლები მათი ტურბულენტურ-დიფუზიური არასტაციონალური ნაკადებით გადატანისას, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება ტალღური პროცესები და ქარის მიერ აღძრული დინებები. მინარევების კონვექციურ-დიფუზიური ნაკადებით გადატანის განტოლებები განეკუთვნებიან მათემატიკური ფიზიკის პარაბოლური ტიპის განტოლებათა კლასს. მათი ამოხნების მიღება ნავარაუდევია, როგორც გვერდითი ნაკადების მოდინების გარეშე (ამონახსნების მოძებნა მოხდება ფურიეს მწკვრივებს და ინტეგრალის საშუალებით), ასევე გვერდითი ნაკადების მოდინების შემთხვევაში _ აქ დამატებით გამოიყენება ოპერაციული აღრიცხვის მეთოდებიც.

მიღებული შედეგები, რომელთა საფუძველზე კონსტრუირებული იქნება საანგარიშო სახის დამოკიდებულებები გააფართოებს ,,თბილწყალგეო"-ს თეორიული მეთოდიკის აპარატს,შესაძლებელი იქნება განისაზღვროს მინარევების მახასიათებლები გადატანის არასტაციონალური პროცესებისას, გადაწყდეს ანალოგიური ამოცანები, როგორც მოლეკულური დიფუზიის, ასევე ტურბულენტური დიფუზიის და დისპერსიული პროცესების მიმდინარეობისას.

You are here