(პროექტის მენეჯერი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ა. მოწონელიძე 
დამფინანსებელი ორგანიზაცია: ISTC (მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი);
კოლაბორატორები: პროფ. ვ. სუმა (კოლორადოს უნივერსიტეტი, დოქტორი რ. კოლტუნიუკი (US BUREAU of RECLAMATION, დენვერი, კოლორადო, აშშ)

მიღებული შედეგები

დამუშავდა ძველი ბეტონის კაშხლების სიმტკიცის ანალიზის მეთოდიკა. ის ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს: • ბეტონში და ინტერფეისებში ბზარების წარმოშობას და განვითარებას;• სეისმური ზემოქმედებას სისტემზე “კაშხალი-ფუძე-წყალსაცავი” (სეისმური ფაქტორი ზუსტდება სტატიკური რეტროსპექტული ანალიზის საფუძველზე).    დამუშავებული მეთოდიკით ჩატარდა გუმათის გრავიტაციული კაშხლის სეისმური დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ანგარიში. ანგარიშების შედეგად დაზუსტდა კაშხლის სამომავლო უსაფრთხო ექსპლუატაციის რეზერვები.

You are here