შ.პ.ს. "ეკოკომფოტი"

ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტთან ფუნქციონირებს შპს ”ეკოკომფორტი” (ხელმძღვანელი პროფ. მ.გრძელიშვილი), რომლის ძირითადი მიმართულებაა შენობების და ნაგებობების ჰიდროსაინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია,ჰაერის კონდიცირება, სითბოსიცივით მომარაგება, წყალმომარაგება და კანალიზაცია) დაპროექტება, მშენებლობა, გაშვება-გამორთვა და საექსპლუატაციო მომსახურება. შპს-ში შრომით საქმიანობას ეწევიან როგორც დაპარტამენტის თანამშრომლები, ასევე ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები და კურსდამთავრებულები. შექმნილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სპეციალობის მიხედვით საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად. გაგვაჩნია სამშენებლო სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად მდიდარი ნორმატული მასალა (CHuII-ები, DIN-ები, EN-ი და სხვა) მეთოდური ლიტერატურა და მთელი რიგი ინსტრუქციები სხვადასხვა სახის ჰიდროსაინჟინრო სისტემების დასაპროექტებლად, სამონტაჟო და საექსპლუატაციო სამუშაოების ჩასატარებლად. ჩვენს მიერ დამუშავებულია ისეტი მნიშვნელოვანი შენობების ჰიდროსაინჟინრო სისტემების პროექტები როგორიცაა: ”მერსედესის” ცენტრი ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრები ”ქარვასლა” თბილისსა და ქუთაისში, ”ავერსის” კლინიკა ქ. თბილისში, ვაკის საცურაო აუზი, საცურაო აუზი ”ოლიმპიკი” თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზი, სავაჭრო ცენტრი ”ჩემი სახლი” ქ. თბილისში, მრავალფუნქციური შენობები ქალაქებში თბილისი და ბათუმი - ”აქსის ტაუერი”, ”ბათუმი პლაზა”, ბათუმის, პრეზიდენტის სასტუმრო (President Hotel), რამოდენიმე საავადმყოფო, სკოლა და სხვა შენობები.

შპს ”ეკოკომფორტი” თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამშენებლო, საპროექტო და სხვა სახის ისეთ ორგანიზაციებთან როგორიცაა: სამშენებლო კომპანია №1, CEM (Caucasus Electromarket) აქსისი და სხვა. ამ ფირმებთან ერთად შესრულებულია ჩვენი მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც ჩვენი სტუდენტებისათვის საუკეთესო ბაზებიასასწავლო და საწარმოო პრაქტიკის გასავლელად. ამჟამად ფირმა CEM - თან ვთანამშრომლობთ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი მრავალფუნქციური შენობის (საერტო ფართობი 200 ათასი კვ.მეტრი) ”ოპტაუნის” ჰიდროსაინჟინრო სისტემების მოწყობაზე, აგრეთვე ბათუმის ყოფილი საზღვაო პორტის ბაზაზე მრავალფუნქციურ შენობის ჰიდროსაინჟინრო სისტემების მოწყობის პროექტზე.

ჩვენს ფირმას საქმიანი ურთიერთობა აქვს გერმანიის და  იტალიის ისეთ წამყვან ფირმებთან როგორიცაა: ფისმანი, ბუდერუსი, შტიბელ ელტრონი, გირში, ელექტროოილი,ველო, როზენბერგი, ITK, ბლუ ბოქსი, როსი და სხვა.

ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც მუშაობა დაიწყეს ”ეკოკომფორტში” გაიარეს სტაჟირება ისეთ ფირმებში როგორებიცაა: შტიბელ ელტრონი, ბუდვრუსი, ფისმანი, რეზენბერგი, ელექტროოილი და მიიღეს სათანადო სერტიფიკატი, რომელიც მათ აძლევს ევროპულ ქვეყნებში მუშაობის შესაძლებლობას. ევროპულ ფირმებში სტაჟირება და იქაური გამოცდილების გაზიარება ჩვენი წარმატების საწინდარია. ფირმის ტანამშრომლები 1995 წლიდან მოყოლებული მონაწილეობენ ისეთ საერთაშორისო გამოფენებში როგორიცაა: ISH ქ. ფრანკფურტში და ”ჩილვენტა”  ქ. ნიურბერგში.

ფირმის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში გაგვაჩნია ყველა წამყვანი ევროპული ფირმისკატალოგები, საპროექტო და სამონტაჟო ინსტრუქციები. ვუწევთ საკონსულტაციო მომსახურებას ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას დარგის ისეთ სფეროებში როგორიცაა გათბობის როგორც ტრადიციული ასევე საკონდენსაციო ტექნიკა, სათბობი ხელსაწყოები, მათი შერჩევა ანგარიში და მოვლა, სამაცივრო დანადგარები და სხვა.

თბური ენერგიის დაზოგვის და რაციონალური გამოყენების მიზნით დამუშავებული გვაქვს განახლებული თბური ენერგიის გამოყენების ისეთი სისტემები როგორიცაა ბიოსათბობი პელუტების და ბრიკეტებისსახით, მზის ენერგიით შენობათა გათბობის დაცხელწყალმომარაგების სისტემები და ტბური ტუმბოები.

დასაბუთებული გვაქვს საქართველოში სათბობი პელუტების გამოყენების შესაძლებლობები, მათი რესურსები და გამოყენების პერსპექტივები.

მზის ენერგიის გამოყენების მიზნით დამუშავებული გვაქვს გათბობის და ცხელი წყალმომარაგების სქემები, რომელთა დანერგვაც ჩვენი ქვეყნის კლიმატურ პირობებში ტრადიციული გათბობის სისტემებთან შედარებით მნიშვნელოვან ეკონომიას იძლევა.

გათბობისა და ვენტილაციის დარგის ერთ-ერთი თანამედროვე და  პერსპექტიული თბური ტუმბოები და მათი გამოყენების პერსპექტივები აღნიშნულ სისტემებში. დამუშავებული გვაქვს წყალი-წყლის, ჰაერი-წყლის და მარილხსნარ-წყლის თბური ტუმბოების გათბობის, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სისტემებში ჩართვის სქემები.მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ რევერსულ თბურ ტუმბოებს,რომელიც გამოიყენება მთელი წლის განმავლობაში შენობათა გათბობა-გაციების, ასევე ცხელი წყლის მომარაგების სისტემებში. ეს სქემები ჩვენს მიერ რეკომენდირებულიაშენობათა როგორც აქტიური ისე პასიური გაცივების სისტემებში.

უკანასკნელ პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობა ცხელი წყალმომარაგების თბურ ტუმბოებს, რომლებიც მუშაობენ მზის ენერგიის გამოყენებასთან კომბინაციაში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თბური ენერგიის დაზოგვის სისტემებისა ჩვენს მიერ ფართოდ გამოიყენება რეგენერაციული სითბოს უტილიზატორები.ასეთი უტილიზატორებიდან მაღალი თბოტექნიკური მახასიათებლებით ხასიათდება როტორული თბოგადამცემები, რომლებიც ფართოდ გვქვს გამოყენებული ჩვენს მიერ ზომოთ ჩამოთვლილ ობიექტებზე.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სამშენებლო თუ სხვა ორგანიზციას შეუძლია ჩვენთან მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია და რჩევები მათთვის საინტერესო ენერგომოწყობილობის შერჩევისას, შენობათა ჰიდროსაინჟინრო სისტემებით აღჭურვის დროს.

სტუდენტებს, დოქტორანტებს და დარგის სხვა სპეციალისტებს ეძლევათ საშუალება გაეცნონ მსოფლიოს უახლეს მიღწევებს და გამოიყენონ ეს მიღწევები პრაქტიკული საქმიანობის დროს.