ნიაგარას ჩანჩქერი

Rate this item
(1 Vote)

ნიაგარას ჩანჩქერი შედგება ორი ძირითადი სექციისგან, რომლებიც ერთმანეითსგან გამოყოფილია გოათ-ის კუნძულით: Horseshoe ნაკადი ეცემა კანადის მხარეს, ხოლო American ნაკადი ამერიკის მხარის.  შედარებით პატარა Bridal ჩანჩქერები ასევე ეცემა ამერიკის მხარეს, მაგრამ ის მთავრი ჩანჩქერისგან გამოყოფილია Luna-ს კუნძულით. საერთაშორის სასაზღვრო ხაზი თავდაპირველად გადიოდა Horseshoe ჩანჩქრეზე, თუმცა ის მუდამ იყო დავის საგანი ბუნებრივი ეროზიის და მშენებლობის გამო. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს.

იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა რომ ჩანჩქერი მაღალი არ არის, ის საკმაოდ ფართეა და საშუალოდ ყოველ წუთში თითქმის 4 მილიონი კუბური მეტრი წყალი ეცემა გადმოდინების შედეგად. ჩანჩქერი განთქმულია როგორც თავისი სილამაზით, ასევე მისი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით.

 

Back to Top