დამფინანსებელი ორგანიზაცია: INთAშ (ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მეცნიერებთან თანამშრომლობის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია; ბრიუსელი, ბელგია);
მონაწილეები: ლაფბოროს უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი (გუნდის ლიდერი მ. რაუფი); ENEL-Hყდრო, იტალია (გუნდის ლიდერი გ. მაცა); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (გუნდის ლიდერი ა. მოწონელიძე), თბილისის არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტი (გუნდის ლიდერი ბ. აბულაძე);

მიღებული შედეგები
დამუშავდა და რეალიზებული იქნა არსებული გრავიტაციული და კონტრფორსული ბეტონის კაშხლების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის კომპლექსური რეტროსპექტული ანგარიშის მეთოდიკა. ის ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს: • სტატიკური ციკლური დატვირთვების შედეგად გამოწვეულ ბეტონის გადაღლას; • ბეტონის, კლდოვანი ფუძისა და ინტერფეისების დრეკად-პლასტიკურ მუშაობას;• ბეტონის რღვევის კრიტერიუმს, რომელიც რეალისტურად აღწერს კაშხლის არსებულ მდგომარეობას. კრიტერიუმი ეფუძნება ბეტონის ადსორფციულ თეორიას და ითვალისწინებს ბეტონის დაღლილობას დროში.    მეთოდიკა საშუალებას იძლევა დადგინდეს დიდი ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მყოფი ბეტონის კაშხლების სიმტკიცის მარაგი, ანუ მათი დარჩენილი საექსპლუატაციო რეზერვები.

You are here