პროექტის მენეჯერი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ა. მოწონელიძე
დამფინანსებელი ორგანიზაცია: ISTC (მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი)
კოლაბორატორები: პროფ. მ.რაუფი (ლაფბოროს უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), დოქტორი გ. მაცა (ENEL-HYDRO, იტალია),

მიღებული შედეგები

დამუშავდა ბეტონის ნაგებობების კომპლექსური რეტროსპექტული ანალიზის მეთოდი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა) ბეტონის დაღლილობა და ცოცვადობა სტატიკური დატვირთვებისას, რომლებიც ასახავენ მათი ექსპლუატაციის ისტორიას; ბ) ბეტონის დრეკად-პლასტიკური მუშაობა და საკონტაქტო ზედაპირებში (ინტერფეისებში) ნაგებობის დატვირთვის ისტორია; გ) ტუტე-შემავსებლების რეაქციის გავლენა სისტემის „ნაგებობა-ფუძის“ სიხისტის მატრიცის ფორმირებაზე საექსპლუატაციო პერიოდში.     საანგარიშო მოდელი ეყრდნობა არაწრფივ სასრული ელემენტების მეთოდს.მეთოდიკის აპრობაცია მოხდა არსებული ბეტონის ნაგებობების (კაშხლები და გვირაბები) სიმტკიცის კვლევებისას მათი საექსპლუატაციო რეზერვების დადგენის მიზნით.

You are here