სამეცნიერო კონფერენცია ”ხელისუფლება და საზოგადოება”

26  ნოემბერს, სტუ-ის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”ხელისუფლება და საზოგადოება”. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ღია დიპლომატიის ასოციაცია და სამეცნიერო ჟურნალის - "ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია, პრაქტიკა)" - რედაქცია.
კონფერენციის მუშაობდა შემდეგი სექციები: "სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის თეორია და მეთოდოლოგია";  "დიპლომატიის ისტორია, თეორია, პრაქტიკა"; "ისტორიის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ფილოსოფიური გაკვეთილები"; "სახელმწიფო მართვის სამართლებრივი საფუძვლები"; "სახელმწიფო მართვის ეკონომიკური საკითხები"; "პოლიტიკა და კულტურა"; "სახელმწიფო და რელიგია".
კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები გამოქვეყნდება “ღია დიპლომატიის ასოციაციის” სამეცნიერო ჟურნალებში: “ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია, პრაქტიკა)” და "Scripta manent"
You are here