სადოქტორო სტიპენდიათა პროგრამა ინფორმატიკაში

საერთაშორისო სადოქტორო სტიპენდიათა პროგრამა ინფორმატიკაში, 2012 წ.
კიოტოს უნივერსიტეტი, იაპონია
2012 წლისათვის, იაპონიის მთავრობა (Monbukagakusho) აცხადებს სადოქტორო სტიპენდიათა პროგრამას ინფორმატიკაში, კიოტოს უნივერსიტეტში (იაპონია).
კანდიდატს შეუძლია აირჩიოს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებიდან ერთ-ერთი:
  • ხელოვნური ინტელექტის მეცნიერება და ტექნოლოგია;
  • სოციალური ინფორმატიკა;
  • გამოყენებითი ანალიზი და კომპლექსური დინამიკური სისტემები;
  • გამოყენებითი მათემატიკა და ფიზიკა;
  • სისტემების მეცნიერება;
  • კომუნიკაციები და კომპიუტერული ინჟინერინგი.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგ კანდიდატებს:
  1. კანდიდატი უნდა იყოს იაპონიასთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე ქვეყნიდან და ამჟამად სწავლობდეს/მუშაობდეს იაპონიის ფარგლებს გარეთ;
  2. 2012 წლის 1 აპრილისთვის კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს;
  3. 2012 წლის სექტემბრის ბოლოსთვის კანდიდატი უნდა ფლობდეს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ან იაპონიის ფარგლებს გარეთ მიღებული ჰქონდეს სასკოლო განათლება (16 წლიანი), რომლის დასრულების შემდგომ გააჩნდეს მინიმუმ 2 წლის სტაჟი  უნივერსიტეტში, კვლევით ინსტიტუტში ან მსგავს ორგანიზაციაში კვლევების ჩატარებისა  და მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მნიშვნელობით უტოლდებოდეს ან აღემატებოდეს იაპონიაში მაგისტრის აკადემიურ ხარისხის მქონე პირის მიერ მიღებულ კვლევის შედეგებს.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 06.01.12.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.i.kyoto-u.ac.jp/admission/pdf/2012guide.pdf
You are here